ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები.

ექსპერიმენტი N1 მოვამზადეთ მოხარშული და მოუხარშავი სტაფილო და კარტოფილი. გავუკეთეთ ღრმული. მასში ჩავასხით წყალბადის პეროქსიდი იგივე წყალბადის ზეჟანგი რის შედეგადაც მაუხარშავი სტაფილოსა და კარტოფილის შემთხვევაში გამოიყო "ქაფისებრი" ნივთიერება და ჰქონდა დუღილის ეფექტი.სტაფილოსა და კარტოფილის წვენი შეიცავს ფერმენტ კატალაზას, რომელიც აჩქარებს წყალბადის ზეჟანგის დაშლას. თუ ამ რეაქციას ჩავატარებთ კატალიზატორის გარეშე, დაგვჭირდება გახურება. ბუნებრივი კატალიზატორის თანხლებით ეს რეაქცია მიმდინარეობს ოთახის ტემპერატურაზე. ასევე ამ რეაქციის დაჩქარება შეიძლება ხელოვნური კატალიზატორითაც მაგ: მანგანუმის დიოქსიდით. ექსპერიმენტი N2 სპილენძის ოქსიდის ტოლი რაოდენობა ჩავყარეთ ორ სინჯარაში და დავასხით ტოლი მოცულობის განზავებული გოგირდმჟავა. პირველი სინჯარაში უფრო სწრაფად წარიმართა რეაქცია რომელიც გავახურეთ და საბოლოოდ მივიღეთ შაბიამანი. ექსპერიმენტი N3 ავიღეთ ორი სინჯარა. პირველ სინჯარაში მოვათავსეთ მარმარილოს წვრილი, ხოლო მეორეში-მსხვილი ნატეხები.ორივე მათგანს დავასხით მარილმჟავა. იმ სინჯარაში რომელშიც წვრილი მარმარილო ჩავყარეთ, უფრო სწრაფად წარიმართა რეაქცია იმის დასამტკიცებლად , რომ გამოიყო CO₂, სინჯარასთან მივიტანეთ ანთებული ასანთი, რომელიც ჩაქრა. ესე იგი, ჰეტეროგენული რეაქციის დროს სიჩქარე განისაზღვრება დროის ერთეულში შეხების ზედაპირის ფართობის ერთეულზე ნივთიერებათა რაოდენობის ცვლილებით. აქედან გამომდინარე, წვრილ ნატეხებიან სინჯარაში რეაქცია სწრაფად წარიმართა. ექსპერიმენტი N4 თუთიის გრანულები მოვათავსეთ ორ სინჯარაში.პირველ სინჯარას დავასხით მარილმჟავა, ხოლო მეორეს-ძმარმჟავა.პირველ შემთხვევაში მივიღეთ თუთიის ქლორიდი და წყალბადი, ხოლო მეორე შემთხვევაში-თუთიის აცეტატი და წყალბადი.წყალბადის გამოყოფის დასადასტურებლად გამოყოფის არეში შევიტანეთ ასანთი. პირველი რეაქცია უფრო სწრაფად წარიმართა, რადგან მარილმჟავა უფრო ძლიერი მჟავაა ვიდრე ძმარმჟავა, რადგან მას უფრო მეტი წყალბად კატიონის წარმოქმნის უნარი აქვს, სწორედ ეს განსაზღვრავს მჟავას სიძლიერეს. ქიმიური რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია ნივთიერების ქიმიურ ბუნებაზე რომელსაც განაპირობებს ნივთიერების შედგენილობა, აგებულება და ქიმიური ბმის სიმტკიცე. ექსპერიმენტი N5 ნატრიუმის თიოსულფატის ტოლი მოცულობის ხსნარი ჩავასხით ორ სინჯარაში. პირველ სინჯარას დავამატეთ იმდენივე მოცულობის წყალი(კონცენტრაცია შევამცირეთ ორჯერ).შემდეგ ორივე სინჯარას დავამატეთ განზავებული გოგირდმჟავას ტოლი მოცულობის ხსნარი.იმ სინჯარაში უფრო ნელა და ნაკლები ეფექტით წარიმართა რეაქცია სადაც ნაკლებად კონცენტრირებული ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი იყო მოთავსებული. სიჩქარე დამოკიდებულია მორეაგირე ნივთიერებათა რაოდენობაზე, რომელიც ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების რიცხვით განისაზღვრება, რაც უფრო მეტია სისტემაში ნივთიერების რაოდენობა, მით მეტია შეჯახებათა ალბათობა მოლეკულებისა. ეს პროცესი კი განსაზღვრავს რეაქციის სიჩქარის დინამიკას.

ნანახია 1710-ჯერ